დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

ჩვენი ისტორია და ტრადიცია

„მარანი მილორაული“ ეფუძნება საოჯახო ტრადიციას, რომელიც იწყება 1930 წლიდან, ხოლო ახალ სიცოცხლეს 2015 წელს იძენს. მარანი მდებარეობს ქართული მეღვინეობის გულში — ისტორიულ ქალაქ თელავში, კახეთში. ჩვენი სივრცე აერთიანებს მრავალწლოვან ოჯახურ გამოცდილებას, ტრადიციულ ქვევრის მეღვინეობასა და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს.

ჩვენი ბიო-ვენახები და ტერუარი

ჩვენი ვენახები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში — კახური მწვანის მიკროზონაში, რომელიც ქართული მეღვინეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლიმატის მქონე ადგილია. ჩვენი ვენახი სერტიფიცირებულია ასოციაცია Caucascert-ის მიერ, როგორც ბიო-ვენახი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძენი მოგვყავს ორგანული მეურნეობის პრინციპების სრული დაცვით, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. ჩვენს 9 ჰექტარ ფართობზე გაშენებული გვაქვს როგორც საუკეთესო ენდემური ქართული, ისე წამყვანი საერთაშორისო ჯიშები:

ქართული ჯიშებიკახური მწვანე, ქისი,ხიხვი,რქაწითელი,საფერავი,ალექსანდროული.

საერთაშორისო ჯიშები:  მონტეპულჩიანო,სირა,ტემპრანილიო.

თითოეულ ვაზს მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული მზრუნველობით ვუვლით, რათა მოსავალმა სრულად გამოხატოს თავისი ბუნებრივი ხასიათი და ჩვენი უნიკალური ტერუარის ავთენტურობა.

ბიომეღვინეობა და ხარისხი

სწორედ ამ ვენახებიდან მიღებული ყურძნით, დღეს ჩვენ ყოველწლიურად, ლიმიტირებული რაოდენობით, დაახლოებით 7 000 ბოთლ უმაღლესი ხარისხის ორგანულ ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენთვის ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის — ის ოჯახის ისტორიის, მიწისა და ტრადიციების გაგრძელებაა. თითოეული ბოთლი ასახავს ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხარისხის, ბუნებისა და ქართული მეღვინეობის ხელოვნების მიმართ.

კახური სტუმართმოყვარეობის საწყისებთან

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როდესაც კახეთში საოჯახო ტურიზმი მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ჩვენი ოჯახი უცხოელ სტუმრებს საკუთარ სახლში გულთბილად მასპინძლობდა. დროთა განმავლობაში ეს სტუმართმოყვარეობა ნამდვილ ოჯახურ ტრადიციად იქცა და სწორედ ასე შეიქმნა თელავის ერთ-ერთი პირველი საოჯახო სასტუმრო.

აღმოაჩინე ავთენტური გამოცდილება

დღეს „მარანი მილორაული“ სტუმრებს სთავაზობს სრულყოფილ, ავთენტურ კახურ გამოცდილებას, სადაც ღვინო, ოჯახური ისტორია და დაუვიწყარი მასპინძლობა ერთიანდება.

აქ თითოეული სტუმარი მხოლოდ ღვინოს კი არ ეცნობა, არამედ ხდება ჩვენი ოჯახის ისტორიისა და კახური ცხოვრების წესის ნაწილი.

ტრადიცია რომელიც გრძელდება „ მარანი მილორაული *

კონტაქტი ჩვენს შესახებ
arrow